ტოპ-5 მაღალ ანაზღაურებადი ვაკანსია და ხელფასი ევროკავშირში

ევროპის ქვეყნები პოპულარული მიმართულებებია საზღვარგარეთ სამუშაოს მსურველებისთვის. ამის მიზეზი შედარებით მაღალი ანაზღაურებაა. ამის შესახებ Schengenvisainfo წერს.
პორტალის ინფორმაციით, ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ვაკანსია Data Scientist-ი – მონაცემთა მეცნიერია.
აღნიშნულ პროფესიაზე ევროპაში დიდი მოთხოვნაა, რადგან ეს სპეციალისტები საჭირო არიან საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად, ოპერაციების ოპტიმიზაციისა და სამომავლო ტენდენციების პროგნოზირებისთვის. მათი მუშაობა ეფუძნება სტატისტიკური, მათემატიკური და გამოთვლითი მეთოდების გამოყენებას.
NorthWest Executive Education-ის თანახმად, მონაცემების მეცნიერები გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 61,854 ევროს გამოიმუშავებენ, შვეიცარიაში მათ ანაზღაურება თვეში 9,443 ევროა, წელიწადში – 113,318 ევრო.
ფინანსური დირექტორი
ფინანსური დირექტორები პასუხისმგებელნი არიან ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე. ისინი განაპირობებენ კომპანიას წარმატებასა და მდგრადობას. მათი სამუშაოს ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 144,366 ევროს შეადგენს, საფრანგეთში – 75,002 ევროს, დიდ ბრიტანეთში ფინანსური დირექტორის შემოსავალი 110,061 ევროა.
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
ნიდერლანდები არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტს – დაახლოებით 100,504 ევრო უხდის წელიწადში ამ სპეციალისტებს ევროპაში. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (119,154 ევრო) და გერმანია (101,182 ევრო).
ბიზნესის განვითარების მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან ბიზნესის ზრდაზე, პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაზე და კომპანიის გაფართოებაზე.
პროდუქტის მენეჯერი
პროდუქტის მენეჯერს გერმანიაში უხდიან დაახლოებით 5,950 ევროს თვეში (71,404 ევრო წელიწადში), ხოლო დიდ ბრიტანეთში, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყანაა ამ თანამდებობაზე, პროდუქტის მენეჯერებს წელიწადში დაახლოებით 152,127 ევროს უხდიან, რაც 12,677 ევროს უდრის.
პროექტის მენეჯერი
პროექტის მენეჯერების საშუალო წლიური ხელფასი დაახლოებით 127,362 ევროა დიდ ბრიტანეთში, 113,211 ევრო – გერმანიაში და 109,673 ევრო – საფრანგეთში.
პროექტის მენეჯერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პროექტების დროულად დასრულებაში და აკონტროლებენ ბიუჯეტს. მათი პასუხისმგებლობა მოიცავს გუნდის კოორდინაციას, რესურსების განაწილებას და პროექტის მიზნების მიღწევას.