ტოპ 3 მიზეზი, რის გამოც მუდმივად არასწორ მამაკაცებს იზიდავთ

ალბათ ყველა ქალს ჰყავს კაცების არსენალი, რომლებიც წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ მეგობრულ ზონაში. კარგია მათთან მეგობრობა, მაგრამ რომანტიული ურთიერთობების მხრივ ეს არც განიხილება. მიზეზი მხოლოდ ერთია – ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც შენთვისაა განკუთვნილი.
თუმცა, სწორი ადამიანის პოვნა არც ისე ადვილია. ფსიქოლოგები ამას იმით ხსნიან, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ის არასწორ ადამიანებს იზიდავს. ეს კიდევ ერთი გაკვეთილია.
მოდით გავარკვიოთ, როგორ ხდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.
შენ არ გიყვარს საკუთარი თავი
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს. მაშინ, როცა საკუთარ თავში ჰარმონიას იპოვით, შეძლებთ ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობების დამყარებას. დაიწყეთ მარტივით: მოამზადეთ თქვენთვის გემრიელი საუზმე, მიირთვით მშვიდად ლამაზი კერძები, იზრუნეთ თქვენს გარეგნობაზე, იმუშავეთ სულიერებაზე, განვითარდით.
უანგარობა ტაბუდადებულია
არ იფიქროთ, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს გარშემომყოფები. ყველაზე ხშირად, ადამიანებს ეს არ სჭირდებათ. უკეთ იფიქრეთ თქვენს სურვილებზე, იზრუნეთ საკუთარ თავზე. მხოლოდ მაშინ შემოვა შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც იმავე ტალღაზე იქნება, როგორც შენ. ამის მაგივრად, თქვენ თავდაუზოგავად იბრძვით სხვა ადამიანისთვის, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში ადგილი უკავია.
ინტუიცია
ქალებს აქვთ ძალიან განვითარებული ინტუიცია. უკვე ქვეცნობიერის დონეზე ვგრძნობთ პოტენციურად საშიშ პარტნიორს. თქვენ უნდა მოუსმინოთ თქვენს შინაგან ხმას და ეცადოთ ბოლომდე არ გადაეშვათ ურთიერთობაში.
და ისევ, გახსოვდეთ საკუთარი თავის სიყვარული: იპოვე ჰარმონია საკუთარ თავში და შემდეგ შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც ამის გაზიარება მოგინდება.