ტოპ-10 ქვეყანა, სადაც გზების საუკეთესო ინფრასტრუქტურაა

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც გზების საუკეთესო ინფრასტრუქტურაა
გზების ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად არის მნიშვნელოვანი, არამედ ვიზუალურადაც. მსოფლიო მასშტაბით გზის ბევრი კონსტრუქცია არსებობს, თუმცა ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ბოლო მონაცემებით ტოპ-10 ქვეყანას, რომლებიც ყველაზე ხარისხიანი გზების არსებობითაა ცნობილი.
სინგაპური
პირველი ასეთი გზა შეგხვდებათ სინგაპურში. ამ ქვეყანაში ძალიან მოვლილი გზებია და 7-ქულიან სისტემაში 6.45-ითაა შეფასებული. მას აქვს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მართვის სისტემა სატრანსპორტო საშუალებებისა და გზებისთვის. ჭკვიან ტექნოლოგიებს ამ გზებისთვის იმიტომ იყენებენ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სპეცდანიშნულების მანქანებმა თუ კერძო ავტომობილებმა მოხერხებულად და მინიმალური საფრთხეებით იარონ.
შვეიცარი
შვეიცარია მეორე ადგილზეა ქულით – 6.36. მას აქვს პროაქტიული და გრძელვადიანი მართვის სისტემა ეფექტური ტექნოლოგიებით, როგორიცაა ASTRA ხიდი, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლებს, გადაადგილდნენ მაშინაც კი, როდესაც გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ნიდერლანდები
ნიდერლანდები სრულ სიაში მესამე ადგილზეა და, ასევე, მეორე ევროპული ქვეყანაა, რომელიც ტოპ10-ში მოხვდა, ქულით – 6.18.
ნიდერლანდები გზებზე მულტიმოდალურ სისტემას ნერგავს. ხელს უწყობს საზოგადოებრივ მობილობასა და ველოსიპედით გადაადგილებას. სამაგიეროდ, ამცირებს კერძო ავტომობილების აქტიურ გამოყენებას. მისი სისტემა შედგება გამტარი, გამანაწილებელი და ისეთი პატარა გზებისგან, რომლებიც ადვილად მიდის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტთან, როგორებიცაა: გზატკეცილი, შენობა, ბიზნესი ან სოფლის ტერიტორია.
ჰონგ-კონგი
ჰონგ-კონგი 6.06 ქულით მეოთხე ადგილზეა. ხელისუფლება რეგულარულად ატარებს შემოწმებას და ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს გზის ხარისხის შესანარჩუნებლად. ასევე, აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ავტომობილის ყოველდღიური გამოყენებისგან.
პორტუგალია
პორტუგალიას აქვს თანამედროვე და მაღალი ხარისხის გზების ქსელი და მართვის სისტემარომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა პორტუგალიას 6.05 ქულა მიანიჭა.
იაპონია
იაპონიას, მის დიდ საგზაო ქსელთან შედარებით, მცირე ფართობი აქვს. თუმცა, უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო მგზავრობის უზრუნველსაყოფად, ის იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და შეკეთების სისტემას. მისი ქულა სიაში 6.02-ია. გზებს ქვეყანაში მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრო და ექვსი საავტომობილო გზების კომპანია მართავს.
საფრანგეთი
საფრანგეთს ევროპაში ყველაზე დიდი საგზაო ქსელი აქვს და მისი ქულა 5.96-ია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კერძო მანქანებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, სახელმწიფო საზოგადოებრივი მობილობისკენ ისწრაფვის. საფრანგეთს გზების მართვის დაფინანსების PPP მოდელი (Public-Private Partnership) აქვს. ესაა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მთავრობა და კერძო კომპანიები ერთად მუშაობენ ინფრასტრუქტური განვითარებაზე.
სახელმწიფომ დიდი ინვესტიციები ჩადო დინამიკურ საგზაო გადაზიდვებში, გადაწყვეტებში, როგორიცაა კამერებისა და სენსორების დამონტაჟება ფასიანი ქაღალდების საჭიროების აღმოსაფხვრელად. მან, ასევე, გამოიყენა გზების პრევენციული მოვლის სტრატეგია, ამ ადრეული ჩარევებით კი გრძელვადიან ხარჯებს ამცირებს.
ომანი
ომანი სიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც სპარსეთის ყურეში მდებარეობს. მისი საგზაო ინფრასტრუქტურა 5.96 ქულით ფასდება. ქვეყნის მდგრადი ინჟინერია, თანამედროვე ტექნოლოგიები და სტრატეგიული ხედვა ხელს უწყობს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგზაო ქსელის შენარჩუნებას.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბთა გაერთიანებულ საამიროებს 5.92 ქულა ენიჭება. ის იყენებს PPP მოდელს დაფინანსებისა და მართვისთვის, ასევე, ხელოვნურ ინტელექტსა და ტრაფიკის ეფექტური მართვის სისტემას.
ავსტრია
ავსტრიას, ასევე, აქვს გზების მართვის ეფექტური სისტემა, რომელსაც სახელმწიფო კორპორაცია ASFINAG ზედამხედველობს. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით, ის ზრუნავს გვირაბებზე, ავტომაგისტრალებსა და ხიდებზე. გზის ხარისხის ინდექსში მან 5.89 ქულა დააგროვა.
marketer.ge