ტოპ-10 ავტომწარმოებელი EV-ბაზარზე წილის მიხედვით (forbs.ge)

ელექტრომობილების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში EV-ების გაყიდვებმა 12.8 მილიონ ერთეულს მიაღწია. სექტორში განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინური ავტომწარმოებლების დაწინაურება, რაც მათი საერთაშორისო ექსპანსიითა და ხელმისაწვდომი მოდელების პოპულარობით აიხსნება.
SNE Research-ის 2025 წლის მონაცემებით, ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი კვლავ ჩინური BYD-ა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 2.6 მილიონი EV გაყიდა და მსოფლიო ბაზრის 19.9% დაიკავა. კომპანია აქტიურად ოპერირებს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებზე როგორიც ევროპის რეგიონი, ბრაზილია და მექსიკაა. განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნა დიდ ბრიტანეთში, სადაც BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვები ერთ წელიწადში 880%-ით გაიზარდა.
მეორე ადგილზე ასევე ჩინური გიგანტი Geely იმყოფება, 1.3 მილიონი ელექტრომობილითა და 68%-იანი წლიური ზრდით. კომპანია უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. წლევანდელი ექსპანსია კი ავსტრალიას, საბერძნეთსა და ვიეტნამს მოიცავს.
Tesla, რომელიც წლების განმავლობაში EV-ბაზრის მთავარი მოთამაშე იყო, 2025 წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მისი გაყიდვები წლიურ ჭრილში 11%-ით, 985 ათასამდე შემცირდა, ხოლო -ში კომპანიის ბაზრის წილი ისტორიულ მინიმუმზე, 38%-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 80%-ს უახლოვდებოდა.
ელექტრომობილების გლობალური ბაზრის წილის მიხედვით კომპანიების პირველ ათეულში ასევე შედის: Volkswagen-ი, SAIC, Changan-ი, Hyundai-Kia, Chery, BMW და Stellantis-ი.
აღსანიშნავია, რომ ხუთი წამყვანი ჩინური ავტომწარმოებელი, საერთო ჯამში, მსოფლიო EV-ბაზრის 43%-ს აკონტროლებს, რაც ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაციაზე მიანიშნებს.
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”