ტონი კროოსი შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს

“რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს და ევრო 2024-ზე ითამაშოს, ამის შესახებ ინფორმაცია ბუნდესნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა.
“ტონი კროოსი გამორჩეული ადამიანია, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მას ვესაუბრე, ნაკრებში დაბრუნების საკითხს არ შევხებივართ, თუმცა ვიცი, რომ გერმანული პასპორტი აქვს და დახმარება კვლავ შეუძლია”, – განაცხადა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, კროოსმა სანაკრებო კარიერა 2021 წელს დაასრულა.