ტომ სალივანი – უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს

უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს , – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის, ს მრჩეველმა ტომ სალივანმა განაცხადა.
„უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ჩვენ შეშფოთებულები ვართ, იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს და აშორებს იმას, რაც როგორც ჩვენ გვჯერა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, კერძოდ დასავლეთთან, ევროკავშირთან და პოტენციურად ნატო-სთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ასე, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში და ასევე ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მთელი რიგი ზომები მკაფიოდ განვსაზღვრეთ. როდესაც ისინი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებენ, რომლებიც ადამიანებს საკუთარი აზრის ღიად გამოხატვისა და თავიანთი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ აძლევს, ჩვენ ამის საფუძველზე მათთან ჩვენი ურთიერთობის შეფასებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, თქვენ ეს ურთიერთქმედებაში ან ურთიერთქმედების ნაკლებობაში ასახული ნახეთ“, – განაცხადა ტომ სალივანმა, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში