ტომ როგანი: რისი იმედი აქვს “ოცნებას” – რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ …

“რისი იმედი აქვს “ოცნებას” – რომ შიგადაშიგ კარგ რაღაცებს იტყვიან ტრამპზე, ის კი სანაცვლოდ მათ ჩინურ და რუსულ კავშირებზე თვალს დახუჭავს, ამერიკის ინტერესების საპირისპიროდ? განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოში ქუჩაში გასული უამრავი ადამიანი პროდასავლური პოზიციით გამოირჩევა და -საქართველოს ურთიერთობების განსხვავებულ პერსპექტივას ემხრობა. ასე რომ, ვფიქრობ, “ოცნება” ილუზიების ტყვეობაშია და მალე საკმაოდ უხეშად “შეაღვიძებენ” – ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი ტომ როგანი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ სანქციებს ტრამპის ადმინისტრაცია მოხსნის.
 “მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნოთ ერთი ასპექტი – ეს სანქციები არ დაწესდებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციაში რომ სჯეროდეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ სწრაფადვე მოხსნიდა. ეს არა მარტო უხერხულობას გამოიწვევდა – მსგავსი ნაბიჯი დააზიანებდა ზოგადად აშშ-ის საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის [საქართველოსადმი] ახალი მიდგომის დასაწყისი აშშ-ის მთავრობის მხრიდან და ტრამპის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწიოს, თუ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევენ და განაგრძობენ ქართველი ხალხის ნებისა და მათი საკუთარი საკონსტიტუციო ვალდებულებების უგულებელყოფას” – აცხადებს როგანი.