ტომ კინი – “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს – ოქტომბერში არის იმედის ადგილი საქართველოშიც და მოლდოვაშიც

“ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა -ის ახლო პარტნიორს. ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
კონგრესმენის თქმით, მოუთმენლად ელის, როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი მთავრობის ქმედებებს ოქტომბერის კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ოქტომებრში იმედი არის, როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვაში, რადგან მოსახლეობას საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება არ სურს.
“საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებისადმი. სამწუხაროდ, მათ ძალადობრივი დარბევებითა და დაკავებებით დახვდნენ.
“უცხოური აგენტები” კანონპროექტზე მიმდინარე საუბრების შუაგულში “ქართული ოცნების” ლიდერი გამოსვლაში დაიმუქრა “სასტიკი შურისძიებით” მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რომელიც კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს.
მოუთმენლად ველი, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე.
ბოლოს აღვნიშნავ, რომ ამ ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელიან უფრო ახლო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება,” – განაცხადა კინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! – მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია