ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია მასპინძლობს

თბილისის შერიგების ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება­ გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა, როლფ ბარაისმა.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ქართული სახელმწიფოსა და რელიგიური ლიდერების როლზე ტოლერანტული გარემოს განმტკიცებაში. დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან: პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, იღუმენი მიქაელ ბრეგვაძე, დეკანოზი შალვა ჯაჯანიძე; მუსლიმური თემიდან – შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ოქტაი ისაევი; ებრაული თემიდან – ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი; სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიიდან – ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, დიაკვანი გიორგი აბრამიანი; საქართველოს ბაპტისტურ ეკლესიათა კავშირიდან – ეპისკოპოსი ანერი გიუნაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი; ეზიდთა სასულიერო საბჭოდან – როსტომ ამადოვი; კათოლიკური ეკლესიიდან – ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიიდან – გიორგი ჩიტაძე; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან – სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სააგენტოს წარმომადგენელი ქვემო ქართლში აბაი ფაშაევი, წარმომადგენელი აჭარაში აბესალომ ასლანიძე, უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა, სპეციალისტი სერგო კერესელიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, სპეციალისტი ნინო კობეშავიძე.
რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში ამგვარი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი, 2016 წელს, საქართველოს მართლმბელი ეკლესია იყო, 2017 წელს – ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს – ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაცია, 2019 წელს – საქართველოს მუსლიმთა თემი, 2020 წელს – საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირი, 2021 წელს – საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, 2022 წელს – სახარების რწმენის ეკლესია, 2023 წელს – სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, 2024 წელს კი საქართელოს ეზიდთა სასულიერო საბჭო.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”