ტოლერანტობით ვამაყობთ, კანონმდებლობის დონეზე შექმნილია მყარი გარანტიები, მათ შორის უმცირესობების კუთხით, რომელთა დაკავშირებითაც ევროპული ბიუროკრატია პირობებს გვიყენებს. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული

ტოლერანტობით ვამაყობთ, კანონმდებლობის დონეზე შექმნილია მყარი გარანტიები, მათ შორის უმცირესობების კუთხით, რომელთა დაკავშირებითაც ევროპული ბიუროკრატია პირობებს გვიყენებს. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული
ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი, კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება არის აუცილებლად დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ფართოდ გავრცელებული.
„ჩვენ ტოლერანტობით ვამაყობთ, ეს არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ კანონმდებლობის დონეზეც არის შექმნილი ძალიან მყარი გარანტიები ამ თვალსაზრისით ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ უმცირესობების კუთხით, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეულ პირობებს გვიყენებს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენთან არის ადამიანის უფლებები განუხრელად დაცული. წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა სისხლიანი რეჟიმი, უმძიმესი რეჟიმი, სწორედ მაშინ, ამ უმცირესობების უფლებები იყო განსაკუთრებულად ხელყოფილი და დარღვეული. იყო ფარული ჩანაწერები, ათასგვარი ფორმით პირადი ცხოვრების ხელყოფა, პირველ რიგში, შანტაჟის მიზნით.
ეს პრაქტიკა აღიკვეთა 2012 წლის შემდეგ საქართველოში. ყველაფერი არის მაქსიმალურად მკაცრად დაცული. ერთადერთი რასაც ვუპირისპირდებით, არის მანკიერი პროპაგანდა და ამასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები ევროპელ პარტნიორებს, თუმცა ვფიქრობთ, საზოგადოება არის დასაცავი იმ მანკიერი პროპაგანდისგან, რომელიც არის ძალიან ფართოდ გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართული საზოგადოება ამ მანკიერი პროპაგანდისგან ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

დღეს, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე წარსულში ვერ ვისაუბრებთ, რადგან დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე კვლავ რეალური და მზარდია, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები ადასტურებს