ტოკიოში ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი

ტოკიოში ს საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, დაშავდა ერთი პოლიციელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, ხუთშაბათს, ტოკიოში, ისრაელის საელჩოს მახლობლად მანქანა ბარიკადებს შეეჯახა, რის შედეგადაც პოლიციელი დაშავდა.
პოლიციამ 50-წლამდე მძღოლი, სავარაუდოდ, მემარჯვენე იაპონური დაჯგუფების წევრი, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილის სამიზნეს იაპონიაში ისრაელის საელჩო წარმოადგენდა. ინციდენტი ტოკიოში ისრაელის საელჩოს ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, 60 მეტრში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ