ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

ტოკიოს ჰანედას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავიაკომპანია Japan Airline-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თვითმფრინავს ცეცხლი დაშვების შემდეგ გაუჩნდა, რის შემდეგად ის ასაფრენი ბილიკის ნაწილსაც მოედო.
ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ დეტალები უცნობია.
ინფორმაცია განახლებადია.