„ტოიტა ქამრი“, „გადამყვანი“ და „შუამავალი“ – პოლიცია აღწერს, როგორ დატოვა ბაჩიაშვილმა ქვეყანა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი ადამიანი დააკავა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის „უკანონოდ“ კვეთაში „დახმარების“ ბრალდებით. უწყება აღწერს გამოძიების ვერსიას – როგორ მოახერხა ბაჩიაშვილმა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.
ბაჩიაშვილი, რომელსაც „კრიპტოვალუტების საქმეში“ თაღლითობას ედავებოდა და რომელსაც 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა საზღვარგარეთაა. უცნობია, თუ სად.
სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ბაჩიაშვილის სახლი და ბინა, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაიყიდოს და ასე მოხდეს თანხის ამოღება.
ბაჩიაშვილის დახმარების გამო კი დაკავებულია 47 წლის ადამიანი, ინიციალებით შ.ქ.
მას ამ სტატიაში „გადამყვანად“ მოვიხსენიებთ.
„გადამყვანი“ და „შუამავალი“
გამოძიების ვერსიით, 2024 წლის დეკემბერში „გადამყვანს“ დაუკავშირდა თავისი მეგობარი (ინიციალებით დ.გ. – არც მის სახელს აზუსტებს ) და რაღაც „საკითხის მოგვარება“ შესთავაზა, სანაცვლოდ თანხას მიიღებო.
დ.გ.-ს ამ სტატიაში „შუამავლად“ მოვიხსენიებთ.
„გადამყვანი“ დათანხმდა „შუამავლის“ შეთავაზებას.
შსს-ს ვერსიით:
· 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში „შუამავლის“ სახელით „გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა;
· „გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი;
· გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ „ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა – „გადამყვანიც“ დაეთანხმა.

ასევე დაგაინტერესებთ