„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year მოიპოვა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ, ნაციონალური ბიზნესრეიტინგის ასოციაციასთან პარტნიორობით, 2023 წლის რჩეულ კომპანიებს შორის დაასახელა და დაჯილდოების ცერემონიაზე კომპანიასა და მის დამფუძნებელს, ირაკლი გურჩიანს საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year მიაკუთვნა. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ გადაეცა, როგორც სოციოლოგიური კვლევების შედეგად საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნესკომპანიას, რომელიც 2023 წლის ნაციონალურ ბიზნესრეიტინგში, საქმიანობის ეფექტურობის მიხედვით, ლიდერის პოზიციებს იკავებს.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი გურჩიანის თქმით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესისთვის, რამდენადაც აძლიერებს კომპანიების ბიზნესმოტივაციას.
„მადლობას ვუხდით დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორებს. მსგავსი ღონისძიებები გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალშიც განვაგრძოთ განვითარება და სვლა წარმატებისკენ. დიდად გვახარებს, რომ 2023 წლის გამარჯვებულ კომპანიებს შორის „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ დასახელდა. ამ გამარჯვების მიღმა დიდი შრომა და ჩვენი ერთგული მომხმარებელია. ჩვენი კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ოპერირებს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. ტოიოტას ბრენდი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ „ტოიოიტა ცენტრი თბილისს“ მიუძღვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს დაფასებისა და ნდობისთვის. წარმატებას ვუსურვებთ დაჯილდოების მონაწილე ყველა კომპანიას და დარწმუნებულნი ვართ, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ლიდერის პოზიციებს მომდევნო წლების მანძილზეც შეინარჩუნებს“, – აცხადებს ირაკლი გურჩიანი.
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ, ნაციონალური ბიზნესრეიტინგის ასოციაციასთან პარტნიორობით, საერთაშორისო ჯილდო – Leader of the Year – 2023 წლის საუკეთესო ქართულ კომპანიებს გადასცა. დაჯილდოების მიზანი ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგებისა და კომპანიების განსაზღვრა, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და მათი განვითარების მხარდაჭერაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება