ტობიას კრემერი: “დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ და უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას

“დემოკრატიული უკუსვლის” განმარტებას თუ ეძებთ, შეგიძლიათ ლექსიკონი დაივიწყოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ შეხედოთ, რას უკეთებს “ქართული ოცნება” თავის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელი , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ საქართველო კავკასიაში იმედის შუქურა იყო, მაგრამ დღეს „რასაც ვხედავთ არის უცხოური აგენტების კანონები, გაყალბებული და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევები“.

“ქართული ოცნება დაშინების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის რუსულ სახელმძღვანელოს სიტყვა-სიტყვით იყენებს. მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ეს არა შორეული ან აბსტრაქტული პრობლემაა, არამედ პირდაპირი გამოწვევაა თავად ევროპისთვის და ნამდვილი კოშმარია ქართველი ხალხისთვის. დაპატიმრებული ჟურნალისტებისთვის, ქუჩაში ნაცემი ოპოზიციონერებისთვის, მაგარამ განსაკუთრებით მილიონობით ჩვეულებრივი ქართველისთვის – სტუდენტებისთვის, მედდებისთვის, ფერმერებისთვის, მუშებისთვის, მასწავლებლებისთვის – საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტისთვის, რომელთაც მაინც სურთ ევროპული მომავალი; რომლებსაც მაინც სწამთ თავიანთი თავისუფლების და რომლებიც მაინც უწევენ წინააღმდეგობას თავიანთ ხელისუფლებას და 200-ზე მეტი დღის შემდეგ მაინც აპროტესტებენ”, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)