ბელარუს ნობელიანტ მწერალს, სვეტლანა ალექსიევიჩს ხელისუფლება ბინის წართმევით ემუქრება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია.
The world-famous Belarusian author & @NobelPrize winner Sviatlana #Alexievich has already been forced into exile. Now the regime is threatening to take away her Minsk apartment in another act of revenge. The same flat where European diplomats came together to protect her in 2020. pic.twitter.com/FymFKkVT8P— Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) December 19, 2023
“მსოფლიოში ცნობილი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი უკვე აიძულეს გაქცეულიყო ქვეყნიდან. ახლა რეჟიმი შურისძიების მიზნით, მინსკში მდებარე მისი ბინის წართმევას აპირებს. ამავე ბინაში შეიკრიბნენ მწერლის დასაცავად ევროპელი დიპლომატები 2020 წელს”. – წერს ტიხანოვსკაია.
მწერალმა ბინა 2015 წელს შეიძინა. 2020 წელს ალექსიევიჩი ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა. რამდენიმე დღეში მან ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ უცხო პირები ურეკავენ და ემუქრებიან. სოლიდარობის ნიშნად ავტორის სახლში ევროკავშირის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დიპლომატები მივიდნენ. იმავე წელს მწერალს სამშობლოს დატოვება მოუწია, დღეს ის გერმანიაში ცხოვრობს.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბელარუსის პოლიციამ მასიური ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრებს უკავშირდება. ამის შემდეგ ძალოვნებმა ქონების კონფისკაციის ასობით ორდერი გამოწერეს.
ალექსიევიჩი ბელარუსი მწერალი და ჟურნალისტია, რომელიც რუსულ ენაზე წერს. მის ცნობილ რომანებს შორის არის ჩერნობილის ლოცვა და ცინკის ბიჭები. 2015 წელს ალექსიევიჩმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო.