ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს – ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა

„სალერნიტანასა“ და „სამპდორიას“ სერია B-ში დარჩენისათვის პლეი-აუტის საპასუხო მატჩი გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო შეწყდა.
გენუაში პირველი შეხვედრა სალერნოელებმა 0:2 წააგეს, სახლშიც 0:2 მარცხდებოდნენ, ტიფოზებმა მოედანზე პეტარდების და სკამების სროლა დაიწყეს, მსაჯმა თამაში გააჩერა და ნახევარი საათის შემდეგ გააგრძელა, მაგრამ იგივე განმეორდა, საქმეში პოლიცია ჩაერია და მატჩი საბოლოოდ შეწყდა. „სალერნიტანას“ ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა და სერია C-ში გავარდა.
მასპინძელთა რიგებში ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც სერია A-ში დაბრუნებული „კრემონეზეს“ საკუთრებაშია, თუმცა უცნობია დაუბრუნდება თუ არა კრემონულ გუნდს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში