“ტიტუშკები” და სამთავრობო მედია – “ხელისუფლების დადგმული მორიგი სცენა” – რა მოხდა აეროპორტში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წევრის, გურო იმნაძის ინფორმაციით, ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ტიტუშკა დაახვედრეს, მალევე კი იქ სამთავრობო მედიაც აღმოჩნდა:
“დღეს ვანო ჩხიკვაძეს ტიტუშკა დაახვედრეს აეროპორტში და ქართული ოცნების სტილში მორიგი სანახაობა დაადგმევინეს. ხომ გასაგებია, რომ ეს ხელისუფლების დადგმული მორიგი სცენა იყო, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს წინასწარ სცოდნოდა, რომელი რეისით და რა დროს ჩამოდიოდა ვანო, და მერე ამ “შემთხვევით მოქალაქესთან” აღმოჩენილიყო ყველა სამთავრობო მედია, რათა ეს სცენა ჩაეწერათ.
ვანო არის ამ ქვეყნის პატრიოტი, მართლის მთქმელი და სწორი ღირებულებების ადამიანი და უამრავი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა აქვს სწორედ იმის გამო, რომ სიმართლისთვის იბრძვის და ამ ქვეყანას ემსახურება.
სრული თანადგომა და სოლიდარობა ვანო და ძალიან გული მწყდება, რომ დღეს გვერდში ვერ გედექი”, –წერს იმნაძე.
შეგახსენებთ, ვანო ჩხიკვაძე -ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. სწორედ ამის შემდეგ, მის მიმართ ხელისუფლებამ აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანია გააჩაღა და “მოღალატე” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს