რუსთაველის აქციის მონაწილე ნუგზარ კირთაძე აცხადებს, რომ 4 ნოემბერს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.
ნუგზარ კირთაძის თქმით, მას სახლთან ე.წ „ტიტუშკები“ ჩაუსაფრდნენ.
მისი თქმით, ნიღბიანი თავდამსხმელები მას სადარბაზოში დახვდნენ, კედელს მიაჯახეს და მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.
“თან მიყვიროდნენ, ხომ იცი რისი გულისთვისაც გხვდებაო”,- აცხადებს ნუგზარ კირთაძე.
ნუგზარ კირთაძის განცხადებით, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ კირთაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა” და მისგან პასუხს ელოდება.




