პროდუქტების რეკლამა ფილმებში, ალბათ, ბევრს გინახავთ. პროდუქტებზე გადაღებული ფილმი კი გაცილებით იშვიათია. განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებზე, როგორებიც მაკრატელი, ქლიბი, სავარცხელი, საკვნეტელა, მკვნეტარა, პინცეტი და თავის მოვლის სხვა ნივთებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ ტიპის პროდუქცია, რომელიც უმეტესობას შეიძლება ისე ჰქონდეს სახლში, რომ ბრენდს ყურადღებას არც აქცევდეს. რეალურად კი, ამგვარი ნივთების შეძენისას არაერთი კრიტერიუმია გასათვალისწინებელი.
„ტიტანია“ თავის მოვლის პროდუქტების გერმანული ბრენდია მრავალფეროვანი, დროგამძლე, მათ შორის, ზოლინგენის ხარისხის უჟანგავი მეტალისგან დამზადებული პროდუქტებით. ამ თვისებების გამოსაკვეთად და პროდუქციის მრავალფეროვნების წარმოსაჩენად, პროდუქტის გასაცნობი ტუტორიალების გადაღება აპრობირებული გზაა, თუმცა „ტიტანიას“ კამპანიისთვის კომპანიამ — ტუტორიალების გაფილმება, მათი გმირების გასაცნობად კი ამ ფიქციური ფილმის თრეილერის შექმნა გადაწყვიტა.
ხელისა და ფეხის მოვლის პროდუქტები, მამაკაცის ხაზი, ხისა და სველი თმის სავარცხლები ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც კამპანიის ფარგლებში პროდუქტების გასაცნობ ხუთ ტუტორიალში გაიშალა.
თუმცა, ფილმებისგან განსხვავებით, სადაც რეჟისორის ჩანაფიქრი ხშირად შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს, „ტიტანიას“ ფიქციური ფილმის შემთხვევაში მესიჯი ბევრად ნათელია — თუ გერმანული ხარისხის, გამძლე და მრავალფეროვან თავის მოვლის პროდუქტებს ეძებთ, ტიტანიას ნივთებს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ.
Client – Titania
Creative Director – Beka Adamashvili
Production Agency – Film Asylum