“ტისა” ჩემ ფეხებს გაიმარჯვებდა, რომ არა მადიარი” – ლაშა ბერულავა

21
ჟურნალისტი  ლაშა ბერულავა:
მე ჩემ აზრს დავწერ, რა გვაჩვენა არჩევნებმა უნგრეთში:
რომ ხალხი ირჩევს ლიდერის გარშემო გაერთიანებულებს, რომ საბოლოოდ, ბრძოლის ბედი ყოველთვის ორ ლიდერს შორის დუელში წყდება.
მხოლოდ ის პოლიტიკოსები უარყოფენ ამას, რომლებსაც არც ლიდერობის ერთი ადგილი აქვთ და არც ლიდერის აღიარება, მიმღებლობა, მის გარშემო გაერთიანება შეუძლიათ.
უნგრეთის არჩევნებმა დაამსხვრია მითი, რომ ლიდერს მხოლოდ ბრბო მიჰყვება, რომ “ლიდერი” წარსულისაა, ქვის ხანაა და სიბნელეა.
თუ იტყვით, რომ “ტისაც” კოალიცია იყო, მე გეტყვით, რომ კი, ასეა, მაგრამ “ტისა” ჩემ ფეხებს გაიმარჯვებდა, რომ არა მადიარი.
ასე იყო ყოველთვის: “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოც” ბლოკი იყო, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ფაქტორმა მოიყვანა ხელისუფლებაში, მოქალაქეთა კავშირი შევარდნაძის ფაქტორით რჩებოდა, “აღორძიება” – აბაშიძის გამო იყო მაღალმაჩვენებლიანი და ა. შ.
არიან თუ არა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ლიდერები?
კი – სახელისუფლო გუნდს ჰყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით და სწორედ ბიძინა და არავინ სხვა ინარჩუნებს აქამდე ხელისუფლებას.
ოპოზიციაში ლიდერს მე ვერ ვხედავ. ვხედავ მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არც ლიდერობა გამოსდით და არც ლიდერის აღიარება სურთ.
მოცემულ დროს ერთადერთი, ვისაც ივანიშვილის საპირწონე ლიდერობა შეეძლო და შეუძლია, ციხეში ზის.
და სანამ ეს ასეა, სანამ ერთადერთი ლიდერი ბიძინაა, ბიძინას ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ დიდი რაოდენობით ქუჩაში სპონტანურად, ლიდერის გარეშე გამოსულ ხალხს შეუძლია, რომელიც სწორედ ამ სპონტანურობის პროცესში შობს ახალ ლიდერს.
და ჩემი აზრით, საბოლოოდ ასეც იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს