ტირასპოლელმა დეპუტატებმა რუსეთს „დნესტრისპირეთის დაცვა“ სთხოვეს

„ადგილზე ყველა დონის არჩეულების კრებამ“ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში 28 თებერვალს მოსკოვს მიმართა მოწოდებით, „მიიღოს ზომები დნესტრისპირეთის დასაცავად“, – იტყობინება რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური.
რეზოლუციაში, რომელიც რეგიონის ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის მიერ მოწვეულ შეხვედრაზე მიიღეს ტირასპოლში, კრების მონაწილეებმა მოლდოვის ხელისუფლება ზეწოლისთვის გააკრიტიკეს.
დოკუმენტში არ არის მოწოდება სადმი ამ რეგიონის ანექსიისკენ.
ტირასპოლის შეხვედრა გაიმართა რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტ პუტინის გამოსვლის წინა დღით.
დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში