,, ტიპმა რაღაც მოწია, შეიყნოსა ან დალია, ცნობიერება დაებინდა და ქვეცნობიერმა თავისი ქნა” – მაია ნადირაძე უცნობზე

,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, მაია ნადირაძე უცნობის ახალ კლიპზე:
,,შემთხვევით შემოვიხედე ფბ-ზე და კლიპი, კლიპიო და ვაი და ვუიო, იმდენჯერ შემომხვდა, რომ ვნახე.
ერთობ კმაყოფილი ვარ ამ კლიპით. კმაყოფილი იმიტომ რომ, უცხო ვინმე რომ მეკითხება რას წარმოადგენს ეს ქოცხროვაო და მე ვიწყებ ნაძირლობით და გავდივარ თახსირამდე, თავის მოღალატეობით და ამორალურობით. ვატყობ, რომ ბოლომდე არ სჯერათ, ეგეთი ჰამასიც არ არისო, ფიქრობენ.
ხოდა, ახლა ამ კლიპს ვაჩვენებ და პუტინისტის გარდა ყველასთვის ცხადზე ცხადი იქნება რა არის ქოცობა.
ტიპმა რაღაც მოწია, შეიყნოსა ან დალია, ცნობიერება დაებინდა და ქვეცნობიერმა თავისი ქნა – ქოცეპოქა კლიპით დაარქივა.
კლიპი გვეუბნება, რომ რუსი მოდისო, ანუ ჩვენ მოვდივართ და ჩვენ ვართ რუსებიო. ჩვენი ხატი და სიმბოლო ტრაკიაო და ამ ტრაკის “მასტერსკი”თამაში არის ჩვენი არსებობის კრედოო.
რა არის აქ ახალი? რაზე აღშფოთდით? უკეთესი აზრი გქონდათ?
იქვე ბონუსად ისიც გვითხრა, რომ ბელადი ნავიჩოკით მოვწამლეთ და მალე ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო. ევროპა, ბორელი, დანიელსონი და იგენი კიდო, სულ ტრაკის თამაშზე გვკიდიაო.
მე ვიცინე და მესიამოვნა აღვირახსნილი უგემოვნებობა, რაც ასევე მათი ნიშანსვეტია. ემანდ, ცოტა კარგი რომ ყოფილიყო, ხო გული გამისკდებოდა😂
რას ოხრავთ და რას მოთქვამთ? თქვენ რა შუაში ხართ?
რა უცნაური ხალხი ხართ რა? უკვე კარგსაც კი ვეღარ ამჩნევთ.
გამოდით მაგ მსხვერპლის როლიდან, გამოდით!!!
მსხვერპლს მარტო ოხვრა შეუძლია, წინააღმდეგობა და ბრძოლა – არა.”

ასევე დაგაინტერესებთ