,, ტიპი ბუდაპეშტიდან დანგრეული მანქანით ჩამოვიდა და მანქანის სახურავზე ტელევიზორი ადგასო” – რას იხსენებს ეკა ხერხეულიძე მურთაზ ზოდელავაზე?

ნაცმოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე მურთაზ ზოდელავას შესახებ წერს.
,,ახლა ჟურნალისტი შემეხმიანა,მურთაზი მართლა წესიერი ბიჭიაო?!
ეს არის ინსპირაცია იმ ზედმეტად სასაცილო და სევდიანი ისტორიისა,რისი მოყოლა არც ვიცი კორექტულია თუ არა.
მოკლედ,
2012 წ ფეხი რომ არ მოუცვლია,იცით..გენპროკურორის კაბინეტში დახვდა ქოცებს,გადააბარა მიმდინარე საქმეები და ცოტა ხნით წავიდა ევროპაში.ძალიან მალე დაბრუნდა.ვერ გაჩერდა..მაგრამ,ეს არ არი ის,რისი მოყოლაც მსურს…
ერთ მშვენიერ დღეს,სარფის საბაჟოდან მირეკავს ახლობელი-ეკა,ეს მურთაზ ზოდელავა ხო ნაღდად გენპროკურორი იყოო?-კი თქო..რანაირადო,ტო..რა მოხდა თქო..გამოვშტერდითო,თვითმფრინავის ბილეთის ფული არ ჰქონდაო? რა ხდებათქო,ტიპი ბუდაპეშტიდან დანგრეული მანქანით ჩამოვიდა და უარესს გეტყვიო,მანქანის სახურავზე ტელევიზორი ადგასო..ნუ,რა ვიცი,გავატარე ეს ამბავი,ყოველდღე ვიღაცას იჭერდნენ,არ გამხსენებია..გავიდა დრო,მოვიდა ჩემთან, გამახსენდა და ვეკითხები-რა ტელევიზორი მოგქონდათქო? იქ ბიჭებმა ნაქირავები სახლისთვის მიყიდეს და ბავშვს ჩამოვუტანე,მე კიდე როდის შევძლებ პლაზმური ტელევიზორის ყიდვასო..მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ ეძებთ,კორუფციაში ჩაფლულო ქოცებო..“

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა