ტიმ უოლცი – ვინ არის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი?

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა – შტატ მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი.
რა ვიცით ტიმ უოლცზე
სკოლის მასწავლებლის, ტიმ უოლცის პოლიტიკური კარიერა 2006 წელს დაიწყო – მაშინ იგი მინესოტას პირველი ოლქიდან წარმომადგენელთა პალატი წევრად აირჩიეს. კონგრესში მან 12 წელი გაატარა, 2018 წელს კი მინესოტას გუბერნატორი გახდა. 2022 წელს მეორეჯერ აირჩიეს თანამდებობაზე.
საგარეო პოლიტიკაში, – ეს თემა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ამ არჩევნებზე, – მას დემოკრატისთვის ტიპური შეხედულებები აქვს და პარტიის უმრავლესობის მსგავსად, ს მხარდამჭერია. უოლცს, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის მსგავსად, ჯარშიც აქვს ნამსახურები.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, უოლცმა, გუბერნატორობისას, დემოკრატების საკმაო ქება დაიმსახურა – კანაბისის ლეგალიზაციისთვის, იარაღის თავისუფალ გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებისთვის, სკოლებში უფასო სადილის დაწესებისთვის და აბორტის უფლების დაცვისთვის.
· -ის საპრეზიდენტო არჩევნებს რიგი თავისებურებები აქვს. ასე, როგორც წესი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცნობილია, თუ რომელი კანდიდატი რომელ შტატს მოიგებს. მაგალითად, ორეგონის შტატი, ფაქტობრივად გარანტირებულად, ჰარისს აირჩევს, კენტუკიში კი ტრამპი იმარჯვებს. ს ბედს წყვეტენ ე.წ. მერყევი შტატები [swing states], რომლებშიც გამარჯვების შანსი ორივე კანდიდატს აქვს.
რატომ (არ) არის მნიშვნელოვანი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა?
როგორც წესი, ვიცე-პრეზიდენტი, – რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა გახდეს, – აირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატის ფიგურის დასაბალანსებლად. მაგალითად, ხანდაზმულ კანდიდატს ახალგაზრდა მეწყვილე ახლავს. ბალანსირება ხდება პოლიტიკური შეხედულებების კუთხითაც. ასე, 2016-ში, ტრამპმა, რომელიც ნაკლებად შეესებამაბოდა ტრადიციულ რესპუბლიკელს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ცნობილი კონსერვატორი, მაიკ პენსი აირჩია. მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი კი ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი ლიბერალიზმის დასაბალანსებლად აირჩია.
თუმცა, ტრამპის ბანაკში მიიჩნევენ, რომ ამ არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი როლს არ ითამაშებს. ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ „[ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს] მნიშვნელობა არ აქვს… ხალხი ხმას ან დონალდ ტრამპს მისცემს, ან კამალა ჰარისს. ასე ხდება ეს“. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის უმნიშვნელობაზე დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.