28 წლის გერმანელმა ფორვარდმა ტიმო ვერნერმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეიცვალოს და კიდევ ერთ “რედ ბულის” გუნდს მიაშუროს.
მოგეხსენებათ, ის “ლაიფციგის” საკუთრება გახლავთ და იჯარით “ტოტენჰემში” თამაშობს, ახლა კი მისით დაინტერესებას MLS-ის ბინადარი “ნიუ იორკ რედ ბული” გამოთქვამს.
აშშ-ში კარიერის გაგრძელების წინააღმდეგი არც თავად გერმანელია. ახლა “ტოტენჰემთან” კომპრომისი უნდა გამინახოს, რათა იჯარა ნაადრევად შეწყდეს.