ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, ტიბეტის მთიან რეგიონში მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 188-მდე.
მიწისძვრის შედეგად 3600-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
შეგახსენებთ, ტიბეტში გუშინ, ადგილობრივი დროით 9:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო. -ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევაკუირებული ადამიანებისა და დაშავებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?