„ტვ პირველმა“ “ნაცების” გაშავება დაიწყო – ზაზა დობორჯგინიძე

„ტვ პირველმა“ “ნაცების” გაშავება დაიწყო – ზაზა დობორჯგინიძე
ანგარიშივალდებულების მომენტი დგება და „ტვ პირველმა“ “ნაცების” გაშავება დაიწყო, გუბაზიჩს მიადგა,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე წერს სოციალურ ქსელში. ზაზა დობორჯგინიძე „ტვ პირველს“ მოუწოდებს, რომ მხოლოდ „ნაცების“ გაშავებით არ შემოიფარგლოს და გადახედოს ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ყალბ აქტივისტებსა და ენჯეო სექტორს. „ ანგარიშივალდებულების მომენტი დგება და “ტვ პირველმა” ნაცების გაშავება დაიწყო, გუბაზიჩს მიადგა.
კარგია, ეგენი კანონის დონეზეც უნდა აიკრძალონ და არაკონსტიტუციურ ორგანიზაციად გამოცხადნენ, მაგრამ ნაცებზე არ გაჩერდეთ, ბოლო ერთი წლის ბადე გაქვთ გადასახედი. ცალფაზიანი აქტივისტები, თხა და გიგო რომ არ აქვთ წაკითხული და რუსეთს ებრძვიან და ერთი წელია სახეებად აქციეთ, ყველა არის ჩასახსნელი ყველაფრიდან, ყალბი კორძაიები და მაგდა მამუკელაშვილები, ასევე ენჯეო დებილების კლასტერი ბაია გეოპოლიტიკის ექსპერტი პატარაიას თამადობით. ოპოზიციურ ფლანგზე უნდა მოხდეს დენაციფიკაცია და დეცენტრალიზაცია (დაცენტრილი ხალხის ჩამოშორება)“,- წერს ზაზა დობორჯგინიძე.