“ტვ პირველი” – მოვითხოვთ, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ლაშა ჯიოშვილი არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას

ტელეკომპანია “პირველი” მოითხოვს, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ამ დრომდე უცნობია, სად არის გადაყვანილი ლაშა ჯიოშვილი, შესაბამისად, ტელეკომპანიის თანახმად, “იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას”.
“ლაშა ჯიოშვილის გატაცებიდან, საათ-ნახვერის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაშა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.
ამ დრომდე მალავენ იზოლატორს, სად არის გადაყვანილი ლაშა. იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, “ტვ პირველი” მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს “ტვ პირველის ოპერატორი უკანონო პატიმრობიდან.
დაკავება მოხდა ათობით თვითმხილველის და ვიდეოკამერის წინ, არც ერთი ვიდეომასალა არ ასახავს რაიმე უკანონო ქმედებას, რომელიც ლაშამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება არის დამოუკიდებელი მედიის დაშინების მცდელობა, რათა ჟურნალისტებმა და ტელეოპერატორებმა ვეღარ შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება”, – წერია განცხადებაში.