„ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრის თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა, პრემიერის წარმდგენი სიტყვის დროს პროტესტის ნიშნად დროებით დატოვეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ, „ფორმულას“ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა და „მთავარის“ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა, პრემიერის წარმდგენი სიტყვის დროს პროტესტის ნიშნად დროებით დატოვეს.
როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებისას დაბრუნდებიან.
„რაღაცის თქმა მინდა. ჩვენ ხომ პრესკონფერენციაზე მოგვიწვიეთ? თუ ასეა, რა მიდგომაა ისევ თქვენს მიღწევებზე რომ გველაპარაკებით და რუსულ კანონს რომ პროპაგანდა უნდა გაუწიოთ?, – აღნიშნა ეკა მიშველაძემ, რაზეც მ თავის მხრივ უპასუხა, რომ ჟურნალისტის დამოკიდებულება „ქართული არ არის“.
„სამაგიეროდ, თქვენია რუსული. მე, ბატონო ირაკლი, აქ მოვედი იმისთვის, რომ კითხვები დაგისვათ და თუ მათზე პასუხების გაცემა გინდათ, მაშინ ჩვენი კითხვები უნდა მოისმინოთ. თუ მთავრობის სხდომაა, ამას ისედაც ხომ ლაპარაკობთ? კითხვების დასმის დრო როცა მოვა, მაშინ შემოვალ ამ დარბაზში“, – მიმართა ეკა მიშველაძემ პრემიერ-მინისტრს.
ამის შემდეგ, თავიანთი პოზიცია „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს და დარბაზი დატოვეს.
„მიბრძანდით, უზრდელობა დატოვეთ კარებში და შემდეგ მობრძანდით“, – მიმართა ირაკლი მ ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას