ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 6 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე, ტელეკომპანია ტვ პირველის თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო”. – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ტვ პირველის მითითებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ბულაჩაურის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის დაცვის თანამშრომელმა უფლება არ მისცა, თბილისისთვის განკუთვნილი ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები გადაეღოთ.