„ტვ პირველის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ოპერატორი დაშვდა – სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კიდევ რამდენიმე პირს გაუწია დახმარება

თბილისის გასასვლელში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწვენ დაშავებულებს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, “თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ცნობისთვის, თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა. კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე , გიგი უგულავა და თენგო თევზაძე, დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში