ტვინინგი: დროა, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს თავის მოქალაქეებს და გაიწვიოს კანონი

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა საქართველოს მთავრობამ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი გაიწვიოს.
ტვინინგი პოსტს თან ურთავს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ რუსული კანონის მხარდაჭერა ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის.
“ის [რუსული კანონის მიღება] რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ბელარუსად გადაქცევას, ხელისუფლების ძალადობრივმა დარბევამ საკუთარ მოქალაქეებზე, შესაძლოა, მიგვიყვანოს ს ჩარევის მოთხოვნაზე “წესრიგის აღსადგენად”. დროა, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს თავის მოქალაქეებს და გაიწვიოს კრემლის სტილის “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი”, – წერს ტვინინგი.
პრემიერმინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების რიტორიკას „ცრუს“ უწოდებს.