„ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის – მიხაილ როთი

„ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის – მიხაილ როთი
„თუ ახალგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ქვეყანას და „ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის”, – ასე გამოეხმაურა რუსული კანონის მიღებას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.
მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ უკრაინის შემდეგ საქართველო გადასანსლოს და გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ.
„თუ ახალგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ქვეყანას და „ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის.
რუსული იმპერიის მადა, რომ თქვენც შეგსანსლოთ უკრაინის შემდეგ, არის ძალიან მაღალი. ნუ მოუსმენთ პუტინს! ნუ იქნებით გულუბრყვილოები!” – განაცხადა მიხაილ როთმა