“ტვიმედმა ბრძოლა გამოუცხადა დათა თავაძის სპექტაკლს, ლგბტ პროპაგანდას ეწევაო. 2023 წელი, ტვიმედის შუადღის ეთერში მისი მთავარი ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე აღფრთოვანებით საუბრობს…”

“ტვიმედმა ამ დღეებში ბრძოლა გამოუცხადა დათა თავაძის სპექტაკლს, ლგბტ პროპაგანდას ეწევაო. ამ დროს სპექტაკლი 18+-ია, მასზე ბავშვები არ დაიშვებიან.
2023 წელი, ტვიმედის შუადღის ეთერში მისი მთავარი ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე აღფრთოვანებით საუბრობს კანის ფესტივალის ფილმის, პედრო ალმოდოვარის გეი-დრამის, “ცხოვრების უცნაური გზის”, შესახებ, რომლის მთავარი თემა ორი კოვბოი კაცის სიყვარულია.
2019 წლის ინტერვიუში მარიკა ბაკურაძე ამბობს: “ჩემი მთავარი ახდენილი ოცნება პედრო ალმადოვარისთან შეხვედრაა. ეს კაცი ჩემი სიყვარულია, რომელსაც ჩემთვის არასდროს გაუცრუებია იმედი. წელს მეორედ შევხვდი. ანტონიო ბანდერასთან და პენელოპე კრუსთან ერთად შემოვიდა და ესპანურად დავუძახე: მიყვარხარ, პედრო! საუკეთესო ხარ-მეთქი.” ამას ამბობს რეჟისორზე, რომლის ფილმები სავსეა ლგბტ თემებით და აშკარა სექსუალური სცენებით.
ამათ ფარისევლობაზე საძაგელი არაფერია მგონი,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.