ტეხასის შტატს უფლება ექნება, დააპატიმროს ის მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს აშშ-ის საზღვარს

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტეხასის შტატს უფლება ექნება დააპატიმროს მიგრანტები, ვინც უკანონო მიგრანტები, ვინც უკანონოდ გადაკვეთენ -ს საზღვარს.
BBC-ის ინფორმაციით, შტატის პოლიციას უფლება ექნება დააკავოს ის ადამიანები, ვინც უკანონოდ გადაკვეთს საზღვარს მექსიკიდან.
სასჯელის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2000 დოლარამდე, ან, შესაძლოა, ამოყენებული იყოს პატიმრობაც. ბევრად მძიმე სასჯელი ელით იმ პირებს, ვინც საზღვრის უკანონო გადაკვეთად დეპორტაციის შემდეგ შეეცდებიან.
გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე – სონია სოტომაიორი, ელენა ქეიგენი და კეტანჯი ბრაუნ ჯექსონი.
“სასამართლო მწვანე შუქს უნთებს ფედერალურ-სახელმწიფოებრივი ბალანსის დარღვევას და დათესავს ქაოსს”, – დაწერა განსხვავებულ პოზიციაში მოსამართლე სოტომაიორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული