“ტეხავს… სასაცილოა და ინტერვიუში გაფარჩაკების მტკიცებულებაა” – გვარამია მეგრელიშვილს

გუშინ ინტერვიუზე ვიყავი გირჩის ვახო მეგრელიშვილთან. ნამდვილად არ იყო ცუდი. რაც მკითხა, ვუპასუხე. რაც არ მკითხა, ვერ ვუპასუხებდი. დღეს კი ვახო მეგრელიშვილმა და ჰერმან საბომ გაარჩიეს გუშინდელი ეთერი და გადამიარეს, და იქ არ ვიყავი? გეკითხათ, თუ რამე გაინტერესებდათ ან გაგეკრიტიკებინეთ და გიპასუხებდით, ეს “უკან მიდევნებული ლამპარი” გარჩევა (ჩემ გარეშე) სასაცილოა და მხოლოდ სისუსტის და ინტერვიუში გაფარჩაკების მტკიცებულებაა, ტეხავს “ორსერიანი” ინტერვიუები.