ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს “ლიონი” სამშობლოში გაუშვებს

მას შემდეგ, რაც „ლიონის“ მმართველობას ამერიკელი ჯონ ტექსტორი ჩამოაშორეს და კლუბს მიშელ კანგი ჩაუდგა სათავეში, გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.
რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა „ოლიმპიკი“, კიდევ არაერთი სიახლეა მოსალოდნელი, გიორგი მიქაუტაძე კი მშობლიური ქალაქის გუნდში დარჩება.
ჯერ კიდევ ტექსტორის პერიოდში 8 მილიონ ევროდ ამერიკელი მეკარე მეტ ტერნერი „ნოტინგემ ფორესტისგან“ 8 მილიონ ევროდ შეიძინეს, ახლა კლუბი მასთან კონტრაქტის გაუქმებას უშედეგოდ ცდილობს, თუმცა გამოსავალი მაინც მოიძებნა – „ნიუ ინგლენდ რევოლუშენში“ გაანათხოვრებენ.
გასულ სეზონში ტერნერი იჯარის წესით „კრისტალ პალასში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ყველა ტურნირზე 4 მატჩში 2 გოლი გაუშვა და ორჯერ შეინახა კარი მშრალად.
შეგახსენებთ, „ლიონმა“ ძირითადი მეკარე ლუკას პერი „ლიდსს“ 18 მილიონ ევროდ მიჰყიდა.
დუემ კითხვაზე უპასუხა – ისაა უკეთესი თუ იამალი
მიქაუტაძის გუნდს ახალი მეკარე ეყოლება
ლეგენდა მიდის – “ლიონის” მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში