ტექნოლოგიები, რომლებსაც Nvidia-ს პრეზიდენტი განვითარებად ქვეყანაში დანერგავდა

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ “მსოფლიო მთავრობათა სამიტის” პანელურ დისკუსიაზე ტექნოლოგიური განვითარების შესახებ საუბრობს.
UAE-ის ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ეკონომიკისა და დისტანციური მუშაობის აპლიკაციების სახელმწიფო მინისტრის, ომარ ბინ სულთან ალ ოლამას კითხვაზე – რა იქნებოდა პირველი ტექნოლოგია, რომელსაც ჰუანგი რომელიმე განვითარებად ქვეყანაში დანერგავდა, Nvidia-ს პრეზიდენტი პასუხობს, რომ მთავარი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.