“საქართველოს რკინიგზაში” რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია თბილისი-ზუგდიდის მატარებელის გაჩერებასთან დაკავშირებით. ცხელ ხაზზე მიზეზად “ტექნიკურ ხარვეზს” ასახელებენ.
მგზავრები აღნიშნავდნენ, რომ მატარებელი საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული ხაშურთან ახლოს, სოფელ გომში. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებდა.
“სხვა ტრანსპორტში გადაჰყავთ მგზავრები”, – “საქართველოს რკინიგზის” ცხელი ხაზის ინფორმაციით, მგზავრებს, სურვილის მიხედვით, ზუგდიდამდე ჩაიყვანენ. როგორც იუწყებიან, ნაწილმა თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა.
რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი.
30 დეკემბერს პრობლემები შეექმნა თბილისი-ფოთის მატარებელს, რომელიც დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო წიფაში იყო გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა იტყობინებოდა, რომ მგზავრებმა ფოთისკენ გზა დამხმარე მატარებლით გააგრძელეს.
ფორუმი




