Diario Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.
გერმანელ კიპერს ზურგის ტკივილები აწუხებს, რის გამოც თავის გუნდს ბოლო 3 მატჩია ვერ ეხმარება.
არსებობს ორი ვარიანტი. პირველი გეგმის მიხედვით, ის დაისვენებს და ოპერაციას არ გაიკეთებს, მეორე ვარიანტი კი ქირურგიული ჩარევაა, რომელიც მეკარეს 4-დამ 6 კვირამდე გამოატოვებინებს.