ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთი პირი, ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, რაქვიაშვილი უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
რაც შეეხება თავად ელიზბარ რაქვიაშვილს, მან სუს-ში შესვლამდე მედიასთან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“რატომ ფიქრობთ, რომ ელიზბარი ვარ? სიები გაქვთ გადმოცემული? ჩემ პირად საქმეზე მოვედი. რა ტერორიზმი, რას ლაპარაკობთ? კარგად ბრძანდებოდეთ…არ ვარ, ჩემო მეგობარო, ში მებრძოლი. პირად საქმეზე მოვედი. არ ვარ ელიზბარი”, – განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა და კითხვაზე, თუ ვინ არის, ასე უპასუხა – “ რა მნიშვნელობა აქვს?!”.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
“ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ