ტერორისტი, რომელმაც პარიზში ტურისტი მოკლა, ამბობს, რომ ტერაქტი ღაზის ომის გამო ჩაიდინა

ტერორისტი, რომელმაც პარიზში 2 დეკემბერს ერთ გერმანელ ტურისტს დანით თავს დაესხა და მოკლა ამბობს, რომ ეს ღაზის სექტორში მიმდინარე ომის და მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშუალების გამო ჩაიდინა.
დაკავებული ტერორისტი წარმოშობით ირანელი ფრანგია და როგორც ცნობილია, ფსიქიკური დაავადებების დიდი ისტორია აქვს. მან გერმანელი ტურისტის მკვლელობამდე დაიყვირა “ალაჰუ აკბარ”.
26 წლის არმანდ რაჯაბპურ-მიანდოაბი ეიფელის კოშკის მახლობლად დაიჭირეს. მისი თქმით, საფრანგეთი ამ კონფლიქტში ს მოკავშირეა.
ინფორმაცია ტერორისტის სიტყვების და მისი მოტივაციის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერლანდ დარმანინმა გაავრცელა.
ინტერნეტში ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იჭერენ სამართალდამცავები ტერორისტს.