ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით – მედვედევი

ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით, თუკი დადგინდება, რომ ისინი ს რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია, – ასე გამოეხმაურა „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში ს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
„ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ისინი უნდა მოიძებნონ და უმოწყალოდ განადგურდნენ, როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. სიკვდილი სიკვდილის წილ“, – წერს მედვედევი.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლში განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ ს მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ