ტერორიზმი გაახალგაზრდავდა – დასავლეთ ევროპაში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ორი მესამედი მოზარდია

ტერორიზმი გაახალგაზრდავდა – დასავლეთ ევროპაში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ორი მესამედი მოზარდია
„ტერორიზმი გაახალგაზრდავდა. ეს ტენდენცია შვეიცარიაშიც შეიმჩნევა“, – ამბობს ექსპერტი, პიტერ ნოიმანი. ის აღწერს თვითრადიკალიზებული ახალგაზრდა მოძალადეების ახალ ტიპს, რომლებსაც „ტიკტოკის ტერორისტებს“ უწოდებს.
ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა, უსაფრთხოების სფეროს მკვლევარმა, თავისი წიგნისთვის, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდება, გაანალიზა ყველა იმ პირის შესახებ არსებული ინფორმაცია, ვინც 2023 წლის ოქტომბრიდან დასავლეთ ევროპაში ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი და დაკავებული. თითქმის 60 ასეთი პირიდან ორი მესამედი 13-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდია.
„ეს რაღაც ახალია. ათი წლის წინ ეს ასაკობრივი ჯგუფი გამონაკლისს წარმოადგენდა, ახლა კი ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ძირითად ნაწილს სწორედ ისინი შეადგენენ“, – აღნიშნა პარასკევს ნოიმანმა გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგისთვის“ („Neue Zürcher Zeitung“) მიცემულ ინტერვიუში. მეტიც, – ეს ეჭვმიტანილები რადიკალიზაციას ქადაგებენ ინტერნეტში, თანაც ისეთი წინამძღოლის გარეშე, ვინც მათ ძალადობრივი ქმედებისკენ უბიძგებს“.
რადიკალიზაცია იწყება ისეთ დიდ პლატფორმებზე, როგორიცაა „ტიკტოკი“ და „ინსტაგრამი“, შემდეგ კი „ტელეგრამ-არხის“ დახურულ ჯგუფებში გადადის.
რადიკალიზაცია იწყება დიდ პლატფორმებზე, როგორიცაა Tiktok და Instagram, ხოლო მოგვიანებით გადადის დახურულ ჯგუფებზე ისეთ პლატფორმებზე
„ქცევის ეს ახალი მოდელი შვეიცარიაშიც შეიმჩნევა“, – აღნიშნა მან. ამის საილუსტრაციოდ ნოიმანმა დაასახელა დამნაშავე, რომელმაც მარტში, ციურიხში, მართლმადიდებელი ებრაელი მოკლა, ასევე აღდგომის დღესასწაულის დროს შაფჰაუზენსა და ტურგაუში განხორციელებული დაპატიმრებები.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ