ტერმინის „რუსული კანონი“ გამოყენება არასწორი და არაკორექტული – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია და ეს არის „კლიშე“ და მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შევიდეს შეცდომაში.
„როდესაც მასიურად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე მსჯელობა, მათ შორის, პრინციპულ განსხვავებებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“, – აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის შეფასებით, კანონი ცალსახად არ არის რუსული. მას კავშირი არ აქვს რუსულთან. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონის „რუსულად“ მონათვლა იყო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობა და სტაბილურობა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება და ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.