ტერმინები „ოკუპაცია“ და „სეპარატისტული“ მიუღებელია – სოხუმი თბილისს პასუხობს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ “აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია ტერმინების „ოკუპაცია“ და „სეპარატისტული რეგიონები“ გამოყენება აფხაზეთთან მიმართებით”, – ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ერთ-ერთი გამოსვლის საპასუხოდ თქვა.
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს წლისთავთან დაკავშირებით
იმსჯელეს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია. მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
სოხუმის წარმომადგენლის თქმით, “რესპუბლიკა საკუთარ თავს მიიჩნევს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომლის დამოუკიდებლობაც დადასტურებულია მისი მოსახლეობის ნების გამოხატვით და აღიარებულია სა და სხვა ქვეყნების მიერ”.
ბიგვავამ „მოგონილი“ და „რეალობასთან შეუსაბამო“ უწოდა დარსალიას განცხადებებს აფხაზეთში „ბირთვული უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებთან“ დაკავშირებით.
„ასეთი მტკიცებები უსაფუძვლოა და წარმოადგენს საინფორმაციო კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სა და რუსეთის დისკრედიტაციას”.
ამასთან, მან ქართულ მხარეს “ურთიერთაღიარების პირობებში კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა რუსეთის როლს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების გარანტს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას კავკასიაში”.