ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში, ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს – კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, მომდევნო რამდენიმე თქვე უკრაინის პრეზიდენტის, სთვის რთული იქნება, რადგან მას მოუწევს აირჩიოს, გაგრძელოს ომი ან პუტინთან ტერიტორიულ კომპრომისებზე წავიდეს. ამასთანავე, კლიჩკოს აზრით, მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა წნეხი წამოვა ამერიკიდან, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
“რა ნაბიჯსაც იგი გადადგამს, ჩვენი პრეზიდენტი [ზელენსკი] პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკზე წავა. ცხადია, ომი უნდა ამოვიგოთ, მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო რთული ხდება, ეს დამოკიდებულია მოკავშირეების მხრიდან წამოსულ დახმარებაზე, კოშმარი იქნება, თუკი დამატებით ორი წლით მოგვიწევს ომი”. – ამბობს ს მერი იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
კლიჩკოს თქმით, ამ ფონზე “ზელენსკის სავარაუდოდ რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს”. მისი თქმით, ზელენსკი მსგავსი რთული და მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას პოპულარული ლეგიტიმაციის გარეშე ვერ შეძლებს.
“მისთვის [ზელენსკისთვის] გამოსავალი შესაძლოა ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა იყოს, იმის მსგავსად რაც ისრაელში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მოხდა”. – განაცხადა კლიჩკომ ინტერვიუში.
თუმცა, კლიჩკოს თქმით, იგი დარწმუნებული არ არის, რომ ზელენსკი მზადაა, მის ხელთ არსებულ ცენტრალიზებულ ძალაუფლებაზე უარი თქვას.