„ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას შპს ბაქანი ახორციელებს“ -„თბილისი ცენტრალი“ ბორჯომის ვაგზლის ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ტერიტორიაზე ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას შპს ბაქანი ახორციელებს“ -„თბილისი ცენტრალი“ ბორჯომის ვაგზლის ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
“თბილისი ცენტრალი” ბორჯომის ვაგზლის ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ტერიტორია საქართველოს რკინიგზის საკუთრებაშია, რომელიც მათ 2006 წელს გაფორმებული გრძელვადიანი საიჯარო შეთანხმების საფუძველზე აქვთ აღებული.
“თბილისი ცენტრალი” განმარტავს, რომ აღნიშნული ტერიტორიის მართვას ისინი არ ახორციელებდნენ და ამ ტერიტორიაზე სხვა კომპანია შპს “ბაქანი” ოპერირებდა, რომელსაც 2021 წლიდან ქვე-იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა მათთან გაფორმებული.
“მიმდინარე წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე ვაგზლის მოედნის მიმდებარედ. ე.ნ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით I2 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე. აღნიშნული ტერიტორია 49 წლიანი გრძელვადიანი იჯარით აღებული აქვს ს.ს თბილისი ცენტრალს საქართველოს რკინიგზისგან. არსებული საიჯარო ხელშეკრულების ქვეშ, ამ ტერიტორიაზე 2021 წლიდან ბაზრობის მოწყობას და ფუნქციონირებას ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შპს ბაქანი.
ბაზრობის ოპერირებასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული. ტექნიკური და სავალდებულო რეგულაციების დაცვა ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ბაზრობის უშუალო ოპერატორის პასუხისმგებლობას.
ბაზრობის სპეციფიკის გათვალისწინებით. შპს ბაქანი უზრუნველყოფდა ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სრული ზარალის შეფასება და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მოხდება საგამოძიებო ღონისძიებების დასრულების და შესაბამისი მოკვლევის შემდეგ,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.