“ტერის და ლამპარდს იახტა დაუთმო, მე კი …” – ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა

“ჩელსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯო კოულმა ლონდონური კლუბის ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.
“მაშინ “ჩელსი” მსოფლიო ფეხბურთის ცენტრი იყო. იქ თამაში შესანიშნავი იყო. რომანი ახალგაზრდა კაცი გახლდათ და როგორც ჩანს, კლუბის მართვით მშვენივრად ერთობოდა.
მახსოვს, ვინც “ჩელსის” წლის საუკეთესო ფეხბურთელი ხდებოდა, მას აბრამოვიჩი შვებულების გასატარებლად საკუთარ იახტას უთმობდა. ასე მოხდა ფრენკ ლამპარდისა და ჯონ ტერის შემთხვევაში, ორივემ იახტაზე დასვენება მიიღო.
2008 წელს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მე დამასახელეს. ერთი სული მქონდა იახტაზე როდის დავისვენებდი, ვეღარ ვითმენდი… სპეციალური ფეხსაცმელებიც კი შევიძინე.
რა მოხდა შემდეგ? არც არაფერი. კლუბმა პოლიტიკა შეცვალა და იახტით ვერ გავემგზავრე. არ ვიცი რა მოხდა, შესაძლოა სხვა ფეხბურთელებმა, რომლებიც იქ ისვენებდნენ, აბრამოვიჩის იახტა დააზიანეს და რუსი ამის გამო გაბრაზდა”, – განაცხადა კოულმა Daily Mail-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომან აბრამოვიჩმა “ჩელსი” 2003 წელს შეიძინა, ამ პერიოდის განმავლობაში “არისტოკრატებმა” 4-ჯერ პრემიერლიგის, 2-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის და სხვა უამრავი ტიტული მოიგეს. რუსმა კლუბი 2022 წელს, 4.25 მილიარდ ევროდ ტოდ ბოელის კონსორციუმს მიჰყიდა.
“რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?” – არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
ახალი უმძიმესი სანქციები – აბრამოვიჩი და “ჩელსი” შავ დღეში აღმოჩნდნენ
“არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომკლასში არ დაბრუნდებიან” – ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ჯო კოულმა კარიერა გასაოცარ ლიგაში განაახლა
რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? – “ჩელსის” ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს
აბრამოვიჩის იმპერია ინგრევა – “ჩელსი” მატჩის წინ ლამის ფორმის გარეშე დარჩა [VIDEO]
ტერი: ჟოზე “ლივერპულსაც” არ ამბობდა, გვეუბნებოდა “მათთან” როგორ უნდა წააგოთ?!
მამარდაშვილის კლუბს შეიძლება ახალი “ხაზეინი” ეყოლოს – თანაც, ნახეთ, ვინ
“ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა” – ჯონ ტერი
“ეს გუნდი ჩემს თაობაში საუკეთესოა და ძალიან მიყვარს” – ტერიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი კლუბი, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს – მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
ლამპარდის კვალდაკვალ: ჯონ ტერი მთავარი მწვრთნელი ხდება
“ჩელსის” გაყიდვიდან აბრამოვიჩის 2.3 მილიარდი ს გადაეცემა
ნიჭი და თავისუფლება ჟოზე მოურინიოს სამყაროში
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
“არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი – მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
‘ეს არასწორი იქნება' – ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
ლამპარდი, პოტერი თუ ჰაუ? – ვინ გაწვრთნის ინგლისის ნაკრებს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
“გოლფში უფრო მეტი ტიტული მოვიგე, ვიდრე “არსენალმა” ბოლო 20 წელიწადში” – ტერიმ მორგანს უპასუხა
უკვე ანრიზე წინ – სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
მამის ნაკვალევზე – ისაგო სილვამ “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა
53-მატჩიანი სერია შეწყდა – “ბარსელონას” შესანიშნავი სვლა “ჩელსისთან” შეჩერდა
სრულ მზადყოფნაშია – 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს “ჩელსის” ძირითადში ელიან
“ჩელსის” მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
[VIDEO] “ბარსელონამ” კუნდეს დუბლით “აინტრახტს” მოუგო – “ატალანტამ” “ჩელსის” სძლია
ქურდობა, კორუფცია და გატაცება – როგორ გახდა აბრამოვიჩი მილიარდერი?